არითმეტიკა მათემატიკის დედოფალია,
მათემატიკა კი – ყველა მეცნიერების
კარლ.გაუსი - გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი,გეოდეზისტი და ფიზიკოსი.
კარლ ფრიდრიხ გაუსი
მათემატიკა კი – ყველა მეცნიერების
კარლ.გაუსი - გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი,გეოდეზისტი და ფიზიკოსი.
კარლ ფრიდრიხ გაუსი
ი
Добавьте подпись |
მათემატიკა არის ანბანი,
რომლის შემწეობითაც ღმერთმა აღწერა სამყარო
ნოვალისი (ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი)-გერმანული რომანტიზმის წამრმომადგენელი
მათემატიკას თუნდაც იმიტომ უნდა შესწავლა,
რომ მას ჭკუა წესრიგში მოჰყავს.
მიხეილ ლომონოსოვი -მსოფლიო მნიშვნელობის პირველი რუსი მეცნიერ-ბუნებისმეტყველი,პოეტი
ბუნება მხოლოდ მათემატიკის ენაზე გვესაუბრება.
გალილეი გალილეო იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი-
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ დიდ ცხოვრებაში
აუცილებლად უნდა დაეუფლოთ მათემატიკას!...
მიხეილ კალინინი-საბჭოთა პოლიტიკოსი
მათემატიკა გონების მუსიკაა.
უცნობი ავტორი
მათემატიკა არის რიცხვების გრამატიკა.
ჰანს ლობერგერი- ავსტრიელი ლიტერატორი
მათემატიკა უფრო მეტად ხელოვნების დარგია.
სეკი ტაკაკაძუ-იაპონელი მათემატიკოსი
მათემატიკა არის უსასრულობის ერთიანი სიმფონია.
დავიდ ჰილბერტი- გერმანელი მათემატიკოსი
მათემატიკა არის ის, რისი მეშვეობითაც ადამიანი მართავს ბუნებასა და თავის თავს.
ანდრეი კოლმოგოროვი- საბჭოთა მათემატიკოსი
მათემატიკა შეიძლება განისაზღვროს როგორც მეცნიერება, სადაც არავინ იცის რაზე საუბრობენ და არც ის, მათი ნათქვამი ჭეშმარიტია თუ არა.
ბერტრან რასელი-გამოჩენილი ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და მათემატიკოსი
მათემატიკა არის ბუნების საიდუმლოებებში შეღწევის უმთავრესი იარაღი
ილია ვეკუა.-ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი
არსებობენ ისეთი რიცხვები, რომლებიც ფლობენ საინტერესო თვისებებს: თუ რიცხვში გადავანაცვლებთ ციფრებს შებრუნებული რიგით, მაშინ ახლადწარმოქმნილი და პიველსაწყისი რიცხვების კვადრატებიც იმავე ციფრების შებრუნებული რიგით იქნებიან დალაგებული.
მაგალითად:
12*12=144 21*21=441
13*13=169 31*31=961
102*102=10404 201*201=40401
112*112=12544 211*211=44521
122*122=14884 221*221=48841
ან კიდევ
11*11=121
101*101=10201
10001*10001=100020001
.....
ლ. ნ. ტოლსტოის აფორიზმი არსებობს ლევ ტოლსტოის ძალიან ლამაზი და აღმზრდელობითი შინაარსის აფორიზმი:
„ადამიანი წარმოადგენს წილადს, რომელშიაც მრიცხველი არის ის, თუ რას წარმოადგენს ადამიანი, ხოლო მნიშვნელი ის, თუ რა წარმოდგენის არის ის საკუთარ თავზე“. (ჩვენ ხომ ვიცით, რომ რამდენჯერაც მეტია მნიშვნელი მრიცხველზე, იმდენჯერ ნაკლებია წილადი).
ალბერტ აინშტაინი:
ცნობილია, რომ ალბერტ აინშტაინი დადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში და ატარებდა ფარდობითობის თეორიის შესახებ ლექციებს. ერთ-ერთი მგზავრობისას კი მისმა მძღოლმა განაცხადა: ” ბატონო ალბერტ, უკვე იმდენჯერ მოვისმინე თქვენი ლექცია, რომ სანაძლეოს ვდებ, მეც შევძლებ მაგ ლექციის ჩატარებას” “კარგი, მოგცემ ერთ შანსს”-დეათანხმა ალბერტი. ” აი შემდეგ უნვერსიტეტში, არ მიცნობენ, ასე რომ, როცა მივალთ, შენს ქუდს მე დავიხურავ და შენ გააცანი იქ მყოფთ თავი, როგორც აინშტანი და ჩაატარე ლექცია.” მძღოლმა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე ჩაატარა ლექცია. როცა დაამთავრა და წასვლა დააპირა, ერთ-ერთი პროფესორმა შეაჩერა და დაუსვა რთული შეკითხვა, რომელიც დაკავშირებული იყო მათემატიკურ ფორმულებთან და განტოლებებთან. მაგრამ მოხერხებული მძღოლი არ დაიბნა და გაოცებული სახით მიმართა პროფესორს: ” პასუხი მაგ შეკითხვაზე იმდენად მარტივია, რომ გაკვირვებული ვარ, როცა მე მეკითხებით. მაგ შეკითხვას მე კი არა ჩემი მძღოლიც უპასუხებს, რათა დაგიმტკიცოდ ეს, ახლავე ვთხოვ აქ მოვიდეს და გიპასუხოთ შეკითხვაზე”.
ალბერტ აინშტაინი:
ამერიკაში ჩასვლისას ალბერტს მეგობარი შეხვდა და უთხრა: -ალბერტ, ამხელა კაცი ხარ, ასეთი გაქანების და ეს რა გაცვიაო.(ნუ მთლად ციტირება არაა, მაგრამ რა ზმანზე ხაროც არ დავწერე) -მოგცლია ერთი, მაინც არავინ მიცნობსო – იყო პასუხი აინშტაინისგან. ამის შემდეგ, გავიდა ხანი და მან ფარდობითობის თეორია გამოიგონა. კვლავ შეხცდა ორი მეგობარი ერთმანეთს: -ალბერტ, რა დაგემართა, ახლა უკვე აღარ გეკადრება ეგეთი ძველი სამოსით სიარული – უთხრა მას მეგობარმა. -რა მნიშვნელობა აქვს თუ კაცი ხარ, უკვე მაინც ყველა მიცნობს – უპასუხა ალბერტმა.
დიოფანტე--
ცნობილი ბერძენი მათემატიკოსი დიოფანტეს შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. საინტერესო ფაქტებს გვაწვდის მისი საფლავის ქვის წარწერა: რა შეგიძლია გვითხრა დიოფანტეზე? მგზავრო! აქ დიოფანტეა დასაფლავებული. რიცხვები ღაღადებენ რამდენად გრძელი იყო მისი სიცოცხლის ჟამი სიცოცხლის მეექვსედს შესანიშნავი ბავშვობა წარმოადგენდა მთელი ცხოვრების კიდევ მეთორმეტედი მიილია – ნიკაპი ღინღლით დაეფარა და დაქორწინდა მეშვიდედი უშვილო ქორწინებაში გაატარა დიოფანტემ გავიდა კიდევ 5 წელი და პირველი შვილის დაბადებით გაბედნიერდა მას კი მამის სიცოცხლის ნახევარი არგუნა ბედმა ღრმა მწუხარებაში გაატარა მოხუცმა მიწიერი ყოფა, 4 წელი იცხოვრა მას შემდეგ, რაც შვილი დაკარგა.
სერ ისააკ ნიუტონი იყო ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, თეოლოგი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი, უამრავი თეორიისა თუ კანონის ავტორი.
მას ეკუთვნის შემდეგი სახის განცხადება: “მე შემიძლია გამოვთვალო ციური სხეულების მოძრაობა, მაგრამ არა ადამიანების სიგიჟე”.
ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: “ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი”.
კურიოზები მის ცხოვრებაში: ნიუტონმა ერთხელ, როცა ცდილობდა საათზე დრო დაენიშნა და კვერცხი მოეხარშა… აღმოჩნდა, რომ კვერცხზე დაინიშნა დრო და საათი მოხარშა….
ერთხელ, სასეირნოდ წასვლისას, კარზე დატოვა აბრა წარწერით: :სახლში არ ვარ”. დაბრუნებულმა, რომ წაიკითხა თავისივე ნაწერი, იფიქრა არ არიან სახლშიო და მეორე წრეზე წავიდა….
ზუსტად აღარ მახსოვს კატას და კნუტს თუ ძაღლს და ლეკვს, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ ისააკ ნიუტონმა მათ ორი ხვრელი გაუკეთათ სახლში შესასვლელად, დიდი კატას(ან ძაღლს), ხოლო პატარა კნუტს (ან ლეკვს).
,მათემატიკას თუნდაც იმიტომ უნდა შესწავლა, რომ მას ჭკუა წესრიგში მოჰყავს". მიხეილ ლომონოსოვი
ალბერტ აინშტაინი მათემატიკის შესახებ- “მათემატიკას რომ,გარკვეულ ზომამდე,ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი,ამის მიზეზი მხოლოდ ის კი არ ყოფილა,რომ ბუნებისმეცნიერული ინტერესი სჭარბობდა მათემატიკურს,არამედ – შემდეგი განსაკუთრებული გამოცდილება.მე ვხედავდი,რომ მათემატიკა დასახსრული იყო მრავალ სპეციალურ სფეროდ,რომელთაგან თითოეულს შეიძლებოდა მთელი ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლე დათმობოდა.მე კი ბურიდანის ვირის მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი,რომელსაც ვერ გადაეწყვიტა,თივის რომელ გროვისკენ გადაედგა ნაბიჯი.როგორც ჩანს,ამის მიზეზი ის გახლდათ,რომ ჩემი ინტუიცია მათემატიკის დარგებში არასაკმარისად ძლიერი იყო… მაგრამ მალე აქ (ფიზიკაში ვისწავლე იმის მიკვლევა,რასაც სიღრმისაკენ გაძღოლა შეეძლო,უპირველეს ყოვლისა კი – იმის უკუგდება,რაც გონს ამძიმებს და არსებითისაგან გადაახვევინებს”.
თვითმფრინავი A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლას 1 საათსა და 20 წუთს ანდომებს. უკანა გზას კი 80 წუთს. კითხვა: როგორ ახსნით ამ მოვლენას?
მილიონერი და მათემატიკოსი ერთმა მათემატიკოსმა ასეთი გარიგება შესთავაზა მილიონერს: მე ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში, მოვალ შენთან და მოგიტან 100 000 ლარს, ხოლო სანაცვლოდ პირველ დღეს გადამიხდი 1 თეთრს, მეორე დღეს ასევე მოგიტან 100 000 ლარს და გადამიხდი 2 თეთრს, მესამე დღეს მოგიტან 100 000 ლარს და 4 თეთრს გადამიხდი და ა.შ. 30 დღის განმავლობაში. მილიონერი სიხარულით დათანხმდა. რამდენად სწორად მოიქცა იგი? პასუხი დაასაბუთეთ.
დეიდაჩემის სოფლამდე მანძილი დიდი როდია, მგზავრები მანქანითაც და, ფეხითაც მიდი-მოდიან. თუ ავტო წავა საათში ორმოც კილომეტრ სიჩქარით, გადაიქროლებს ველ-მინდვრებს და თხუთმეტ წუთში იქ არის. დაკვირვებული ბავშვები დაუფიქრებლად მეტყვიან, დეიდაჩემის სოფლამდე რამდენი კილომეტრია?
ორ პარტიად დაყოფილნი, ერთობოდნენ მაიმუნნი, მათი მერვედი კვადრატში, ლაღად ანცობდა ჭალაში. თორმეტი კი სუფთა ჰაერს, აყრუებდა ჟრიამულით, დაფიქრდი და სწრაფად მითხარ, რამდენია მაიმუნი? ძველებური ამოცანა.
პრეზენტაცია პითაგორა
პრეზენტაცია პითაგორა