среда, 27 августа 2014 г.

,,ნოვატორი 2011"


http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1097

შემოქმედ და ნოვატორ პედაგოგთა მორიგი - 2011 წლის კონკურსი დასრულდა!
 თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიზანი, რომელსაც ისახავდა მისი დებულება - მიღწეულია: სასწავლო პროცესის, მოსწავლეთა ცოდნის შეფასებისა და სრულყოფის, აგრეთვე გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უფროსკლასელთა და აბიტურიენტთა მომზადების ხელშეწყობის მიზნით პედაგოგებმა შეიმუშავეს შემსწავლელი და შემფასებელი ტესტები; ინტერნეტში განთავსების შედეგად უფასო ტესტების კრებული ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი მოსწავლისათვის; წინა კონკურსის შემდეგ ახლებურად ვითარდება პედაგოგთა შორის მოწინავე გამოცდილების გაზიარება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონკურსის მეშვეობით კვლავ გაგრძელდა თვით პედაგოგ - ნოვატორთა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.

2011 წლის კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა 79 პედაგოგმა. ჟიურის მიერ კონკურსზე დაშვებულ იქნა 34 ავტორის 22 ნამუშევარი, კონკურსი ბოლომდე გაიარა 30 ავტორის 19 ნაშრომმა. ჟიურის გადაწყვეტილებით შემოქმედ პედაგოგთა კონკურსში „ნოვატორი - 2011“ გამარჯვება მოიპოვეს:

ნომინაციაში „ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში“: - ქეთევან საბაური - ქ.თბილისის 182 საჯარო სკოლა; - ავტორთა ჯგუფი: ეკატერინე კუზანაშვილი, ინგა მუმლაძე, ლია ალადაშვილი, ნინო აბრამიშვილი - ქ.თბილისის 146 საჯარო სკოლა; - ირმა გამყრელიძე-გურჩიანი - ქ.თბილისის 182-ე საჯარო სკოლა.

  ნომინაციაში „ტესტები მათემატიკაში“: - ჯულიეტა მელქუაშვილი - გორის რაიონის ს.ძევერის საჯარო სკოლა; - ნანა ნათიძე - ქ.182-ე საჯარო სკოლა; - ვერა ჯიჯელავა - ქ.სამტრედიის # 2 საჯარო სკოლა.

 რუსული ენა: - ანჟელა არუტუნიანი, რუსული ენა - ქ.ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა. გერმანული ენა: - ავტორთა ჯგუფი: ეთერ წითლიძე, მარიამ ლეკიშვილი - ქ.თბილისის 182-ე საჯარო სკოლა. 2011 წლის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში გაერთიანდნენ წინა წლის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები, ქალბატონები: ია გიგიბერია, ნინო შენგელია, ირმა ავალიანი (სამი რეკომენდაციით), ციური ინასარიძე, ფიქრია გიორხელიძე, ნინო კუპრაშვილი, მანანა რაზმაძე, ნუნუ სარჯველაძე, ქეთევან ჩხარტიშვილი, იზოლდა ხულელიძე, ნუნუ მერაბიშვილი, მაია გოგოლაძე, სოფიო ჩანტლაძე, ნაზი ბერძენიშვილი.

 2010 წლის კონკურსში გამარჯვებისა და 2011 წლის კონკურსის ჟიურის საქმიანობაში აქტიური, შემოქმედებითი მონაწილეობის გათვალისწინებით კონკურსის ჟიურის წევრები სასწავლო დისციპლინების მიხედვით აღიარებული არიან პორტალის Education.ge - ს ექსპერტად, რაც დადასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით. ------ 2011 წლის შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის თითოეულ გამარჯვებულს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას და გვსურს ვაცნობოთ არანაკლებ სასიამოვნო ამბავი: კონკურსში მონაწილე ტესტებმა დიდი მოწონება და აღიარება ჰპოვეს უფროსკლასელთა და აბიტურიენტთა შორის: Google Analitiks მონაცემებით კონკურსის დაწყებიდან - მის დასრულებამდე მოსწავლეები და აბიტურიენტები 130 700- ზე მეტ ჯერ შევიდნენ თქვენს მიერ წარმოდგენილ ტესტებში და 300 000-ზე მეტი გვერდი გაიარეს. კონკურსის პერიოდში 219 პედაგოგი შეუერთდა თემატურ გაერთიანებას.

 გვჯერა, რომ არა მხოლოდ 2010 – 2011 წლების კონკურსებში მონაწილე, არამედ სხვა პედაგოგთა შორისაც მომავალში გაგრძელდება ურთიერთობა და მოსაზრებების, გამოცდილების გაზიარება პორტალის მეშვეობით. ამ მიზნით პორტალმა Education.ge ინტერნეტში შეგიქმნათ შეუზღუდავი შესაძლებლობები და სივრცე - თამამად გამოიყენეთ პედაგოგთა უკვე არსებული ან შექმენით ახალი გაერთიანებები - დაამყარეთ ურთიერთობები, ითანამშრომლეთ ჩვენი მოსწავლეების და ქვეყნის განათლების საკეთილდღეოდ! წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ყველა პედაგოგს!

Комментариев нет:

Отправить комментарий