среда, 27 августа 2014 г.

განთლება 2020-2030 წლებში (პროგნოზი)


ევროკომისიის ეგიდით მიმდინარეობს კვლევა “The Future of Learning: New ways to learn new skills for future jobs” (”განათლების მომავალი: მომავალი სამუშაოებისათვის საჭირო ახალი უნარების სწავლის ახალი გზები”), რომლის მიზანია შეიმუშაოს ხედვა და სცენარები, თუ რა გზებით მოხდება ახალი უნარებისა და კომპეტენციების დაუფლება ევროპის ქვეყნებში 2020-2030 წლებში.

კომისიაში მიწვეულ ექსპერტებს შესთავაზეს საკუთარი პროგნოზების წარმოდგენა. ინტერნეტში შემხვდა ერთ-ერთი ექსპერტის პროგნოზები, რომლებიც მან საკუთარ ბლოგში გამოაქვეყნა. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროგნოზებია (ბევრ მათგანს მე სრულიად ვიზიარებ):


  • ადამიანების აღიარება მოხდება იმის მიხედვით, თუ რის კეთება შეუძლიათ და არა დიპლომში მითითებული კვალიფიკაციით;
  • საყოველთაოდ გავრცელდება ღია განათლება ინტერნეტის საშუალებით
  • მოსწავლეები თვითონ გააკონტროლებენ საკუთარ სწავლას
  • ფორმალური განათლება უფრო ეპიზოდური გახდება ადამიანების კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე;
  • ციფრული იდენტურობა (ციფრული პორტფოლიო) შეცვლის ტრადიციულ CV-ს;
  • ციფრული იდენტურობების მართვა გახდება მნიშვნელოვან კომპეტენციად;
  • სამუშაო ადგილი გახდება სწავლის უმთავრეს კონტექსტად;
  • მობილური ინტერნეტ-მოწყობილობები გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად
  • სწავლის აქცენტი გამახვილდება პრაქტიკაზე, რაც მიიღწევა მობილური მოწყობილობებით და ინტეგრირებას მოახდენს ღრუბელზე დაფუძნებულ პორტფოლიოებთან (cloud based portfolios);
  • გაფართოებული რეალობის პროგრამები (Augmented reality applications) გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად;
  • სკოლა (უმაღლესი სასწავლებელი) გახდება სწავლისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილად, სწავლა გადაინაცვლებს სამუშაო ადგილებზე, თემებში და სახლებში;
  • უმაღლესი განათლება დაუბრუნდება ტრადიციულ დანიშნულებას - კვლევებს;
  • სისტემები და მომსახურებები შემუშავდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფური ურთიერთსწავლება;
  • ქაღალდის წიგნები შეიცვლება ელექტრონული მულტიმედია კონტენტით;
  • ინტერნეტში გამოქვეყნებული მულტიმედია მასალები და ბლოგები აღიარებულ იქნება ლეგიტიმურ პუბლიკაციებად მეცნიერებისათვის;
  • მრავალმომხმარებლიანი ვირტუალური სამყაროები არააუცილებელს გახდიან სკოლაში ან უნივერსიტეტში გაკვეთილების ფიზიკურ დასწრებას;
  • ფინანსური კრიზისი გამოიწვევს უნივერსიტეტების პრივატიზაციის ზრდას;
  • სწავლის მაღალი ფასები სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ახალგაზრდებს ღარიბი ოჯახებიდან უმაღლესი განათლების მიღებაში;
  • კონტექსტურად სპეციფიური სასწავლო მასალები და ამოცანები მიგვიყვანენ უფრო ლოკალურ სწავლამდე;
  • სწავლის პერსონალური გარემოები (Personal Learning Environments) შეცვლიან ინსტიტუციონალურ სწავლის ვირტუალურ სისტემებს (LMS);
  • პროფესიონალური პროფილები გაფართოვდება და მოიცავენ ელემენტებს, რომლებიც დღეს ცალკეულ პროფესიებად გვევლინება;
  • უფრო გავრცელდება პროფესიების ხშირი შეცვლის პროცესი, შესაბამისი გადამზადებით;
  • ტრადიციული საზღვრები დისციპლინებს შორის დაიმსხვრევა, მოსწავლეებს კი მიეცემათ საშუალება გაიარონ მულტი- და ინტერ- დისციპლინარულ სწავლაზე დაფუძნებული ინდივიდუალიზირებული კურსები;
  • საგანმანათლებლო ინსტიტუციები გარდაიქმნება სათემო ცოდნის ცენტრებად, რომლებიც მოემსახურებიან როგორც გეოგრაფიულ თემებს, ასევე უფრო ფართოდ განაწილებულ თემებს;
  • ინსტიტუციების ინტერსექტორული და ინტერდისციპლინარული ქსელები გაერთიანდებიან და შექმნიან ინტერესებზე დაფუძნებულ ქსელებს.


რა არის კომპიუტერი?

კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა. კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება. კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.

საინტერესო მისამართები:

http://cheminabijebi.blogspot.com/p/gamo.html

Комментариев нет:

Отправить комментарий